
წიწიბურას მოყვანა პირველად ინდოთში 4 ათასი წლის წინათ დაიწყეს.თავდაპირველად მას "შავ ბრინჯს" უწოდებდნენ და ღარიბების საჭმელად მიიჩნევდნენ.არისტოკრატების ფაქიზი კუჭისთვის ეს "შავი ფაფა" უღირსი საკვები იყო .უკვე მეოცე საუკუნიდან წიწიბურას "ბურღულების დედოფალს" უწოდებდნენ.იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, სახამებელს, შაქარს, ცხიმს, უჯრედისს, ლიმონისა და ვაშლის მჟავებს, მინერალურ მარილებს და მიკროელემენტებს, B1.B2, B6, PP და P ვიტამინებს.ეს განაპირობებს წიწიბურას დიეტის მთავარ უპირატესობას-იგი არ იწვევს წონის დაკლებისას დამახასიათებელ თავბრუსხვევას, სისუსტეს და ორგანიზმის გამოფიტვას. ამ დიეტით ნორმალიზდება ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება კანის მდგომარეობა.დიეტა დადებითად მოქმედებს ცელილუტების დროს.წიწიბურას გადამუშავებას ორგანიზმი ბევრ დროს ანდომებს, ამიტომ დიეტის დროს შიმშილის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებთ. დიეტის მკაცრი დაცვის შემთხვევაში შეიძლება ორ კვირაში 7-14 კილოგრამი დაიკლოთ.დიეტის ეფექტურობისთვის წიწიბურას ფაფა უნდა მიიღოთ მარილის, შაქრისა და სხვა სანელებლების გარეშე.ამ დროს ორგანიზმი უფრო სწრაფად გამოყოფს შლაკებს