მთავარი » სტატიები » დიეტები

წიწიბურას დიეტა

wiwiburas dieta

 

წიწიბურას მოყვანა პირველად ინდოთში 4 ათასი წლის წინათ დაიწყეს.თავდაპირველად მას "შავ ბრინჯს" უწოდებდნენ და ღარიბების საჭმელად მიიჩნევდნენ.არისტოკრატების ფაქიზი კუჭისთვის ეს "შავი ფაფა" უღირსი საკვები იყო .უკვე მეოცე საუკუნიდან წიწიბურას "ბურღულების დედოფალს" უწოდებდნენ.იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, სახამებელს, შაქარს, ცხიმს, უჯრედისს, ლიმონისა და ვაშლის მჟავებს, მინერალურ მარილებს და მიკროელემენტებს, B1.B2, B6, PP და P ვიტამინებს.ეს განაპირობებს წიწიბურას დიეტის მთავარ უპირატესობას-იგი არ იწვევს წონის დაკლებისას დამახასიათებელ თავბრუსხვევას, სისუსტეს და ორგანიზმის გამოფიტვას. ამ დიეტით ნორმალიზდება ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება კანის მდგომარეობა.დიეტა დადებითად მოქმედებს ცელილუტების დროს.წიწიბურას გადამუშავებას ორგანიზმი ბევრ დროს ანდომებს, ამიტომ დიეტის დროს შიმშილის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებთ. დიეტის მკაცრი დაცვის შემთხვევაში შეიძლება ორ კვირაში 7-14 კილოგრამი დაიკლოთ.დიეტის ეფექტურობისთვის წიწიბურას ფაფა უნდა მიიღოთ მარილის, შაქრისა და სხვა სანელებლების გარეშე.ამ დროს ორგანიზმი უფრო სწრაფად გამოყოფს შლაკებსა და ზედმეტ სითხეს.დიეტის დროს უნდა დალიოთ რაც შეიძლება მეტი სითხე: წყალი, მინერალური წყალი, მწვანე ან შავი ჩაი. შეგიძლიათ მიირთვათ შეუზღუდავი რაოდენობით ხილი.თუკი მაინც გაგიჭირდათ დიეტის დაცვა შეგიძლიათ მიიღოთ მცირე რაოდენიბის მაწონი, იოგურტი ან კეფირი.არ შეიძლება დაძინებამდე ოთხი საათით გვიან ჭამა.თუ ვერ ძლებთ მიიღეთ ერთი ჭიქა მაწონი.დიეტა ორ კვირიანია და დიეტიდან გამოსვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად-თანდათან რაციონს უნდა დავუმატოთ სხვა პროდუქტები.უნდა შევზღუდოთ ცომეული და ქონიანი საკვები. წიწიბურას მომზადების წესი ასეთია: ერთ ჭიქა გარეცხილ წიწიბურას დავასხათ2.5 ჭიქა მდუღარე წყალი და დავტოვოთ მთელი ღამე. დილით მზად იქნება.მიირთვით შეუზღუდავი რაოდენობით.დიეტის გამეორება არ შეიძლება ორ თვეზე ადრე. 3 ავტორი:ლია იობიძე
კატეგორია: დიეტები | დაამატა: aks75 (24.05.2017) | ავტორი: wiwburas dieta
ნანახია: 1311 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar