მთავარი » სტატიები » ცომეული

სოკოს სამარხვო ღვეზელი

სოკოს ღვეზელი

მასალა: ცომი:

  • პურის ფქვილი 1კგ
  • საფუარი (დროჟი) 6გრ.
  • შაქარი 2 ს/კ.
  • მარილი 1 ს/კ.
  • ზეთი 6 ს/კ.
  • თბილი წყალი 700მლ.

შიგთავსი:

  • ქამა სოკო 800–900 გრ.
  • სტაფილო 1ც.
  • ხახვი 1–2 თავი.
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

საფუარი გავხსნათ წყალში, დავამატოთ მარილი, შაქარი, ფქვილი, ზეთი და მოვზილოთ რბილი ცომი. ჯამს წავუსვათ ცოტა ცხიმი, მოვათავსოთ მასზე ცომი, დავაფაროთ ტილო და შევდგათ ერთი დღით მაცივარში. მეორე დღეს ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, მომზადებული შიგთავსით გავაკეთოთ პერაშკები და შევწვათ ზეთში. შიგთავსის მომზადება: სოკო, სტაფილო და ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ

კატეგორია: ცომეული | დაამატა: aks75 (28.03.2017) | ავტორი: სოკოს ღვეზელი სამარხვო
ნანახია: 1187 | ტეგები: გემრიელი საჭმელი, გემრიელი რეცეპტები, სამარხვო რეცეპტები, kulinaria, სამარხვო კერძები, სამარხვო ღვეზელი, kulinaruli saiti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar