მთავარი » სტატიები » სასარგებლო რჩევები

როგორ შევარჩიოთ გაზქურა?

gazqura

 

გაზქურას სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. არსებობს ძირითადად 3 სახის გაზქურა. განვიხილოთ მათი სახეობები: ბუნებრივი აირის ელექტრო კომბინირებული ბუნებრივი აირის გაზქურა, რომელიც მუშაობს მხოლოდ ბუნებრივ აირზე, როგორც ზედაპირი ისე ღუმელიც მუშაობს ბუნებრივ აირზე. ქურა შესაძლებელია მუშაობდეს თხევად ან ბუნებრივ აირზე, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. ქურას შეიძლება ჰქონდეს, როგორც ქვედა წვა, ასევე ზედა გრილი ან ჰქონდეს მხოლოდ ქვედა წვა, რომელიც უფრო იაფია. გაზქურა, ბუნებრივი აირის წვით ბევრად უფრო ეკონომიურია ვიდრე ელექტრო ქურა, ასევე სწრაფად ცხელდება მისი კომფორები. ელექტროქურები ელექტრო ღუმელები შეიძლება იყოს მულტიფუნქციური. მას შეიძლება ქონდეს, როგორც ქვედა და ზედა გამაცხელებელი ელემენტები, ასევე უკანა გამაცხელებელი (ტენი) და ვენტილატორი ცხელი ჰაერის თანაბრად განაწილებისათვის. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოცხობა 2-3 დონეზე ერთდროულად. კომბინირებული ქურები კომბინირებული ქურა არის ძალიან მოსახერხებელი. ბუნებრივი აირის არქონის შემთხვევაში შესაძლებელია დენის წვის გამოყენება, რომელიც ასევე უზრუნველყოფს გრილის ფუნქციას. ხშირად გვხვდება ქურის ზედაპირი ერთი ელექტრო და 3 ბუნებრივი აირის კომფორით, თუმცა გვხდება ასევე 2 ელექტრო და ორი ბუნებრივი აირის კომფორის მქონე გაზურებიც. ზომები გაზქურის სტანდარტული სიმაღლე არის 85 სმ, სიგანე კი 50-60 სმ-ია. ძირითადად ღუმელი მოცულობის მიხედვით იზომება. თანამედროვე გაზქურების სიმაღლის რეგულირება შესაძლებელია რეგულირებადი ფეხების საშუალებით. სიგანე კი სასურველია შეარჩიოთ სამზარეულოში განსათავსებელი ფართის მიხედვით. ზედაპირი გაზქურის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ზედაპირს. არსებობს უჟანგავი ფოლადის, ალუმინის, მინაკერამიკული და ნაწრთობი მინის ქურები. უჟანგავი ფოლადი ასეთი ტიპის ზედაპირი გამოირჩევა მეტი გამძლეობით. იგი არის ადვილად წმენდადი. თუმცა იგი სხვა ზედაპირებთან შედარებით გაცილებით ძვირია. მინაკერამიკული ზედაპირი ასეთი ზედაპირი დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც მექანიკურ და ტემპერატურულ დატვირთვებს დიდი ხნის განმავლობაში უძლებს. კომფორები სტანდარტულად ქურის ზედაპირზე 4 კომფორი. ერთი დიდი დიამეტრის მქონე, ორი - საშუალო, ხოლო ერთი პატარა. უსაფრთხოების სისტემა გაზქურის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ რომ ქურას გააჩნდეს Gas Control-ის ფუნქცია, რომელიც დაიცავს ქურას გაზის გაჟონვისგან. გაჟონვის შემთხვევაში ამ ფუნქციით ავტომატურად გაითიშება გაზის მიწოდება. თანამედროვე ქურებს გააჩნიათ ორმაგი/სამმაგი ცეცხლგამძლე მინა, რომელიც გარედან საერთოდ არ ხურდება. ასეთი სახის მინა ძალიან კომფორტულია,რადგან იგი გამორიცხავს დამწვრობის საფრთხეს. დამატებითი ფუნქციები ქურის ქვედა ნაწილში ტაფების სათავსო გამოსაწევი, მოძრავი კონსტრუქციებით ჩართვის სინათლის დიოდური ინდიკატორი ელექტრონული ტაიმერი 3D კონვექცია გაშრობის და გალღობის ფუნქცია.
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | დაამატა: aks75 (07.04.2017) | ავტორი: როგორ შევარჩიოთ გაზქურა?
ნანახია: 1477 | ტეგები: ბუნებრივი აირი, ელექტრო ქურა, გამაცხელებელი, ქურა, 4 კომფორი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar