მთავარი » სტატიები » ნამცხვრები

ტორტი მინანქრით

ტორტი მინანქრით

მასალა:

  • 6 ცალი კვერცხი
  • 2 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 3 ს/კ ერბო
  • 2 ჭიქა მაწონი
  • 2 ჩ/კ სოდა
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 6 ს/კ კაკაო

მომზადება: ცილა ავთქვიფოთ ბეზეს მიღებამდე, დავუმატოთ შაქრის ფხვნილი. ისევ ავთქვიფოთ, დავუმატოთ ერბო(შეიძლება მცენარეულიც), მაწონი, სოდა, ფქვილი, კაკაო, ტაფაზე გავფინოთ პერგამენტის ქაღალდი, ცომი ზედ დავასხათ და გამოვაცხოთ. კრემი: 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3 ს/კ ფქვილი, 1 ჭიქა რძე ავადუღოთ. 6 კვერცხის გული ავთქვიფოთ, დავუმატოთ მოხარშულ და გაციებულ რძის მასას, ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ, გავაციოთ, თითო-თითო კოვზი დავუმატოთ 200 გრ ათვეფილ კარაქს. კრემი შევაზაოთ ვანილით. ტორტს მთლიანად წავუსვათ კრემი და მოვრთოთ მინანქრით.

კატეგორია: ნამცხვრები | დაამატა: likuna (11.03.2017) | ავტორი: ტორტი მინანქრით
ნანახია: 1337 | ტეგები: gemrieli namcxvrebi, receptebi, გემრიელი რეცეპტები, დესერტი, namcxvrebs momzadeba, ტორტების რეცეპტი, ტორტი | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar