მთავარი » სტატიები » ნამცხვრები

ტორტი კარო

ტორტი კარო

 

მასალა:

  • ბისკვიტი:
  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 1,5 ჭიქა
  • თაფლი 2 ს/კ
  • კონიაკი 1 ს/კ
  • ფქვილი 1 და 2/3 ჭიქა
  • კაკაო 2 ს/კ
  • დარიჩინი 1/2 ჩ/კ
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩ/კ
  • ნიგოზი 1 ჭიქა
  • შავი ქლიავის ჩირი
  • 100 გ

კრემი:

  • შედედებული რძე მოხარშული, 1 ქილა
  • კარაქი 150 გ
  • შავი შოკოლადი მინანქრისთვის
მომზადება: გაატარეთ ნიგოზი, შავი ქლიავი ჩირი დაჭერით. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად სანამ არ მიიღებთ თეთრ, ფაფუკ მასას, დაუმატეთ კონიაკი, თაფლი და კვლავ ათქვიფეთ. დაუმატეთ მასაში გატარებული ნიგოზი და დაჭრილი შავი ქლიავის ჩირი. ჯამში აურიეთ ფქვილი, კაკაო, დარიჩინი, გამაფხვიერებელი და მიღებული მშრალი მასა შეურიეთ კვერცხის მასას. მიღებული ცომით გამოაცხვეთ 3 ან 2 ბისკვიტი. ათქვიფეთ მოხარშული შედედებული რძე კარაქთან ერთად. დასანამისთვის: ერთმანეთში შეურიეთ ¼ ცხელი წყალი ჩაასხით შედედებული რძის ქილაში, დაუმატეთ 1 ს/კ კონიაკი და აურიეთ. მიღებული მასით დანამეთ ბისკვიტები, გარდა ზედა ფენისა. წაუსვით ბისკვიტებს კრემი. გაადნეთ წყლის აბაზანაზე შავი შოკოლადი და მოასხით ტორტს ზემოდან. გააჩერეთ რამდენიმე ხანი ტორტი, სანამ დაჭრიდეთ. გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: ნამცხვრები | დაამატა: aks75 (14.03.2017) | ავტორი: ტორტი კარო
ნანახია: 1394 | ტეგები: კულინარია, გემრიელი რეცეპტები, რეცეპტების საიტები, ნამცხვრები, ნამცხვრების მომზადება, gemrieli namcxvrebi, გემრიელი ტორტები, კულინარული საიტი | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
avatar