მთავარი » სტატიები » ნამცხვრები |
თაფლიანი ნამცხვარი
ინგრედიენტები: თაფლი 100 გ კარაქი 150 გ კვერცხი 3ცალი ფქვილი 390 გ სოდა 12 გ შაქარი 120 გ არაჟანი 500 გ შაქარი კრემისთვის გემოვნებით მომზადება: დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი მოთეთრო მუსის მიღებამდე. შემდეგ ნელ-ნელა შევათქვიფოთ კარაქს. თაფლი დაბალ ცეცხლზე გავაცხელოთ და შევურიოთ სოდა. კარგად ავურიოთ და კარაქიან მასას დავამატოთ. ბოლოს დავამატოთ ფქვილი. მივიღებთ რბილ, მაგრამ არამწებავ ცომს. კარაქწასმულ ტაფაზე გავაბრტყელოთ თხელ ფენებად და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ რამდენიმე წუთით, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ბოლომდე გავაციოთ და წავუსვათ კრემი. კრემისთვის ავთქვიფოთ არაჟანი და შაქარი ერთად. ზემოდან მოვაყაროთ ერთი დაფხვნილი ფენა ან დაფქული ნიგოზი. წყარო: http://mzareuli.info/?cat=8&show_id=358 | |
ნანახია: 2975 | | |
სულ კომენტარები: 0 | |