მთავარი » სტატიები » ნამცხვრები

ნაპოლეონი

namcxvari napoleoni

ინგრედიენტები:

კარაქი ან მარგარინი 250 გ

არაჟანი 200 გ

ფქვილი 350 გ+ სამუშაოდ

შესქელებული რძე 2 ქილა

დარბილებული კარაქი 400 გ

ფქვილი და კარაქი კარგად ასრისეთ. დაამატეთ არაჟანი და მოზილეთ ცომი. გაყავით 11 ბურთულად და შეინახეთ მაცივარში.
თითოეული ბურთულა ძალიან თხლად გააბრტყელეთ და და გამოჭერით 30 სმ დიამეტრის ზომაზე. დაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ ღუმელში 220 გრადუსზე დაახლოებით 5 წუთი. ასევე გამოაცხვეთ ცომის ჩამონაჭრები.
მიქსერით ათქვიფეთ კარაქი და შეათქვიფეთ შესქელებული რძე. წაუსვით ყველა ფირფიტას, მათ შორის გვერდებზეც. მე-11 ფენა და ჩამონაჭრები დაფხვენით და მოაყარეთ ტორტს.

კატეგორია: ნამცხვრები | დაამატა: aks75 (10.03.2017) | ავტორი: namcxvari napoleoni
ნანახია: 1615 | ტეგები: namcxvrebis receptebi, kulinaria, namcxvari, gemrieli receptebi | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar