მთავარი » სტატიები » ნამცხვრები

ნამცხვარი სნიკერსი

ნამცხვარი სნიკერსი

 

ინგრედიენტები:

  • ცომი:
  • 3.5 ჩ.ჭ პურის ფქვილი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 5ც კვერცხი
  • 3ს.კ თაფლი
  • 200 გრ მარგარინი
  • 200 გრ არაჟანი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1 ს.კ ძმარი
  • 1.5 ჭიქა მიწისთხილი

კრემი:

  • 2 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
  • 200 გრ კარაქი
მომზადება: კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ. კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ მარგარინი, არაჟანი, სოდა ძმრით ათქვეფილი, თაფლი, ფქვილი და კარგად ავურიოთ (მიღებულ მასას უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსინსტენცია). მომზადებული მასა გავყოთ სამ ნაწილად, ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ კარაქწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ, ერთ ფირფიტას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მოხალული მიწის თხილი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა წავუსვათ კრემი, შემდეგ ისევ მიწის თხილი, დავაფაროთ მესამე ფირფიტა კვლავ წავუსვათ კრემი, მთლიან ზედაპირზე და ირგვლივ და მოვაყაროთ მიწის თხილი. კრემის მომზადება: კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ სგუშონი და ავთქვიფოთ ერთანი მასის მიღებამდე.
კატეგორია: ნამცხვრები | დაამატა: aks75 (11.03.2017) | ავტორი: ნამცხვარი სნიკერსი
ნანახია: 4206 | ტეგები: ნამცხვრები, kulinaria, გემრიელი ნამცხვების რეცეპტი, gemrieli receptebi, kulinaruli saiti, ნამცხვარის მომზადება | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar