
ინგრედიენტები:
- წყალი 500 მლ
- მარგარინი 200 გრ
- ფქვილი 500 გრ
- კვერცხი 8 ცალი
- ვანილი
კრემი
- ფქვილი 1,5 ჭიქა
- შაქარი 2,5 ჭიქა
- მარილი 1/4 ჩკ
- ვანილი
- 2 შეკვრა კარაქი 400 გრ
მომზადება:
1. 500 მლ წყალი და 200 გრ მარგარინი ავადუღოთ, როგორც კი დუღილს დაიწყებს და მარგარინი გადნება, გადმოვდგათ, ჩავამატოთ 500 გრ ფქვილი და ჩქარ-ჩქარა მოვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გავაგრილოთ და მიქსერით შევათქვიფოთ 8 ცალი კვერცხი და ვანილი.
დავაწყოთ ერთმანეთისგან მოშორებით საცხობ სინზე (შეგიძლიათ ფორმა მისცეთ ან უბრალოდ კოვზით დასვათ ბურთები) და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.
2. კრემი: 1,5 ჭიქა ფქვილი, 2,5 ჭიქა შაქარი, ვანილი და მარილი კარგად შეურიეთ ერთმანეთს, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი ან რძე, ჩქარ-ჩქარა მოურიეთ და შემოდგით საშუალო ცეცხლზე, არ შეწყვიტოთ მორევა. რომ ადუღდება დაუწიეთ ცეცხლს და დატოვეთ ფაფა კიდევ 5 წუთი. გადმოდგით და კარგად გააცივეთ.
მიქსერით ათქვიფეთ 400 გრ კარაქი, ჩაასხით 2 სკ კონიაკი, შეურიეთ გაცივებულ ფაფას და უყავით ვანილი.
3. გაჭერით შუები შუაზე, ჩაუდეთ კრემი და მოაყარეთ შაქრის პუდრი.
|