მთავარი » სტატიები » ნამცხვრები

ნამცხვარ ეკლერი

ნამცხვარი ეკლერი

 

ინგრედიენტები ცომი:

  • 1 ჭიქა (250 გრ) წყალი,
  • 100 გრ კარაქი (მარგარინი),
  • 0.5 ჩ.კ. მარილი,
  • 5-6 კვერცხი (სიდიდის მიხედვით)
  • ფქვილი - 250 გრ ჭიქით;

კრემი:

  • 1ჭიქა შაქარი,
  • 0.5 ჭიქა ფქვილი,
  • 0.5 ლიტრი ადუღებული რძე (ან წყალი)
  • 50-70 გრამამდე კარაქი (გარბილებული)

მომზადების წესი ცომი: 1 ჭიქა (250 გრ) წყალი + 100 გრ კარაქი (მარგარინი) + 0.5 ჩ.კ. მარილი ეს ყველაფერი უნდა მაღალ ცეცხლზე ადუღდეს ერთად ცხიმის ბოლომდე გადნობამდე .... და ამას ემატება ზუსტად იმავე ზომის ჭიქა ფქვილი ცეცხლზევე (ოღონდ უკვე დაბალზე) და კარგად მოურევთ ხის კოვზით ისე, რომ დაგუნდავდეს სავით ცომი. გადმოდგავთ და სათითაოდ ჩაათქვეფავთ მიქსერით 5-6 (სიდიდის მიხედვით) კვერცხს. ცომი უნდა იყოს ისეთი სისქის, რომ ტაფაზე დადებისას ფორმა შეინარჩუნოს, მაგრამ მაგარი არ უნდა იყოს. ავიღოთ ერთჯერადი პარკი ჩავდოთ ცომი პარკში და მოვაჭრათ წვერი პატარაზე. შემდეგ მოვათავსოთ ტაფაზე (არაფერი არ უნდა წაუსვათ ტაფას ამ დროს) გრძელ ფორმებს სიგრძე სიგანეს თავად განსაზღვრავთ.  ტაფა შევდგათ ღუმელში მაღალ ცეცხლზე (190-200 გრ) 35 წუთით. ეკლერები უნდა იყოს გაფუებული გარედან შებრაწულები შემდეგ ვუწევთ ცეცხლს 160 გრადუსამდე და დავტოვოთ ღუმელში 15 წუთით ბოლო 15 წუთიც რომ გავა გამორთოთ ცეცხლი 

კრემი: 1ჭიქა შაქარი + 0.5 ჭიქა ფქვილი + 0.5 ლიტრი ადუღებული რძე (ან წყალი) ეს ყველაფერი უნდა ავურიო მიქსერით ან ხელის ასათქვეფით . ჯერ ფქვილი და შაქარი მერე დავამატოთ მდუღარე სითხე დავდგათ დაბალ ცეცხლზე აუცილებლად გამანაწილებლით და პერიოდულად ავურიოთ ხის კოვზით სანამ არ შესქელდება შემდეგ ნამცხვარი ეკლერის კრემი გავაციოთ. ამ დროს გექნება გამზადებული ოთახის ტემპერატურამდე გამდნარი კარაქი ასე 50-70 გრამი .... და ამას ჩაათქვეფავ იმ ფაფაში .... დაამატებ ვანილს ... და გამოგივა სუპერ კრემი ცხობის პერიოდში ღუმელის კარების გამოღება სასტიკად იკრძალება.

კატეგორია: ნამცხვრები | დაამატა: aks75 (11.03.2017) | ავტორი: ნამცხვარი ეკლერი
ნანახია: 1564 | ტეგები: ნამცხვრები, რეცეპტები, კულინარული საიტი, რეცეპტების საიტი, ნამცხვარი, ნამცხვარი შუ ნამცხვარი ეკლერის რეცე | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar