მთავარი » სტატიები » დესერტები

ტორტი ჰალვით

ტორტი ალვით

მასალა:

  • ბისკვიტისთვის:
  • შაქარი - 150 გ.
  • ფქვილი - 150 გ.
  • კვერცხი - 6 ცალი

კრემისთვის:

  • კარაქი 280 გ.
  • შესქელებული რძე 170 გ.
  • ჰალვა - 80 გ.
  • შაქრის პუდრი - 10 გ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • ვანილი - 1 ჩ.კ.

მომზადება:

ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და შაქარი მყარი მასის მიღებამდე, შევათქვიფოთ თითო-თითოთ კვერცხის გულები. დავამატოთ ფქვილი და კოვზით მხოლოდ რამდენჯერმე ამოვურიოთ. გადავიტანოთ პერგამენტიან საცხობ ყალიბში. გამოვაცხოთ 15-20 წთ, 200 °C. გავაგრილოთ და ფრთხილად მოვაშოროთ ქაღალდი. გვერდები ჩამოვაჭრათ, რათა სწორი კუთხეები მივიღოთ. ჩამოჭრილი გვერდები დავფხვნათ. ბისკვიტი გავჭრათ 3 თანაბარ ნაწილად, რათა მივიღოთ გრძელი და ვიწრო ტორტი. კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ კვერცხის გული, ჰალვა, შესქელებული რძე, შაქრის პუდრა და ვანილი. ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ. ავაწყოთ ტორტი ჩვეულებრივი წესით: ბისკვიტი+კრემი+ბისკვიტი და ა.შ. სამივე ფენისთვის. ცოტა კრემი გვერდებისთვისაც მოვიტოვოთ. თავსა და გვერდებზე მოვაყაროთ დაფხვნილი ბისკვიტი. უმჯობესია ტორტი მეორე დღეს მიირთვათ.

კატეგორია: დესერტები | დაამატა: aks75 (29.03.2017) | ავტორი: ტორტის რეცეპტი
ნანახია: 748 | ტეგები: კულინარია, გემრიელი ტორტი, ტორტის მომზადება, გემრიელი რეცეპტები, receptebis saiti, kulinaria, gemrieli deserti, ტორტის რეცეპტი, ტორტი ალვით | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar