მომზადება:
ჟელატინს დავასხათ 2 ს/კ წყალი და დავტოვოთ, რომ გაფუვდეს. 1 ჭიქა შაქარი და 4 ს/კ წყალი დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუებამდე. (შაქარი მთლიანად უნდა გაიხსნას წყალში) გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ გაფუებული ჟელატინი. შემდეგ ავთქვიფოთ მიქსერით. ჟელატინის თეთრი გლაზური მზადაა! გემრიელად მიირთვით.