შოკოლადის ნამცხვარი ჯემით
ინგრედიენტები:
ცომი:
- შოკოლადი 200 გ
- დარბილებული კარაქი 100 გ
- შაქარი 100 გ
- კვერცხი 4
- ფქვილი 200 გ
- სოდა 1/2 ჩ.კ
- ვანილი
მინანქარი:
- შოკოლადი 100 გ
- კარაქი 80 გ
- რძე 40 მლ
მომზადება:
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი.
შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ, შევურიოთ კარაქი.
ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი მუსის მაგვარ კონსისტენციამდე. დავამატოთ ვანილი, ფქვილი, სოდა. კარგად ავურიოთ.
შემდეგ დავაატოთ შოკოლადი და გადავიტანოთ ფორმაში. ვაცხოთ 40-50 წუთი.
მინანქრისთვის შოკოლადი ორთქლზე გავადნოთ კარაქთან და რძესთან ერთად.
გაციებულ ნამცხვარს ზემოდან ჟოლოს ჯემი გადავუსვათ, ნიგოზი მოვაყაროთ და შოკოლადი დავასხათ. შევდოთ მაცივარში 1 საათი.
|
კატეგორია: დესერტები | დაამატა: aks75 (11.03.2017)
| ავტორი: შოკოლადის დესერტი ჯემით
|
ნანახია: 610
| ტეგები: gemrieli namcxvrebi, desertebi, კულინარია, გემრიელი კერძები, ნამცხვრები, კულინარული რეცეპტები, შოკოლადის ნამცხვარი
| რეიტინგი: 5.0/1 |