მთავარი » სტატიები » დესერტები

სააღდგომო ფუნთუშა

სააღდგომო ფუნთუშა

 

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 6 ჭიქა
  • რძე 1.5 ჭიქა
  • შაქარი 1/2 ჭიქა
  • კარაქი 100 გ
  • კარდამონი (ილი) 1-2 ჩ.კ
  • 1 ლიმონის ცედრა
  • ვანილი
  • კვერცხი 3 + ზემოდან წასასმელად
  • საფუარი 1-2 ჩ,კ
  • მარილი 1 ჩ.კ
  • წითელი კვერცხები დეკორისთვის
მომზადება: აურიეთ შაქარი, საფუარი, კარდამონი, ვანილი, ლიმონის ცედრა, მწიკვი მარილი და 2 ჭიქა ფქვილი. დაასხით თბილი რძე, რომელშიც გამდნარია კარაქი და კვლავ აურიეთ. შემდეგ დაამატეთ 3 კვერცხი და მოზილეთ რბილი ცომი. თავიდან ცომი წებოვანია. შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი, გადაიტანეთ მაგიდაზე და ზილეთ დაახლოებით 6-8 წუთი, სანამ ცომი არ გახდება რბილი და ელასტიური. გადაიტანეთ თასში, დააფარეთ და დადგით ასაფუებლად. აფუებული ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გაყავით სამ ნაწილად. თითოეულს მიეცით გრძელი თოკის ფორმა და დაწანით. გადაიტანეთ ფორმაში, რომელსაც პერგამენტის ქაღალდი აქვს დაფენილი. წნულებს შორის ჩააუდეთ რამდენიმე წითელი კვერცხი. 15-20 წუთი აცალეთ ხელახლა ამოფუვდეს, შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
კატეგორია: დესერტები | დაამატა: aks75 (11.03.2017) | ავტორი: სააღდგომო ფუნთუშა
ნანახია: 592 | ტეგები: სააღდგომო დესერტი, kulinaruli receptebi, გემრიელი რეცეპტები, kulinaria, კულინარული რეცეპტები, სააღდგომო რეცეპტები, ნამცხვრების მომზადება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar