მთავარი » სტატიები » დესერტები

ყველის შენახვა მინის ქილებში

 

ყველის შენახად წათხი თითქმის ყველა ოჯახში მზადდება. დიასახლისები ყოველთვის ყურადღებით ინიშნავენ კარგი წათხის რეცეპტებს, რადგან შენახვისას ყველს გემოს შეცვლა ახსიათებს. კარგი წათხი კი ამ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან. ახლახან სოციალურ ქსელში ყველის შენახვის განსხვავებული მეთოდი გამოჩნდა, რომელმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. გთავაზობთ პოსტის ავტორისეულ ყველის შენახვის რეცეპტს, რომელიც თურმე, ბებიამ ასწავლა "სამი ლიტრი წყალი აადუღეთ, დაამატეთ 1 კილოგრამი მარილი და ნახევარი ჯიქა შაქარი. ადუთეტ 10 წუთი და მდუღარე დაასხით ქილებში გამზადებულ ყველს. რაც მოგრჩებათ, არ გადააქციოთ, ყველი იშრობს წყალს და დილით იგივე წათხი დაამატეთ, მჭიდროდ მოარგეთ ქილას თავსახური ან მოხუფეთ. სამ ლიტრიანებს ვხუფავ, ხოლო დიდი მინის ჭურჭელს თავის თავსახურს ვახურავ. ჭურჭელს კარგად უნდა ეჭირებოდეს თავსახური. როცა დაასხამთ ცხელ წათხს და დაახურავთ, დილით დახედეთ და მორჩენილი წათხი დაამატეთ. ასეთი ყველი სულგუნის გემოს იღებს და დიდხანს ინახება. " რეცეპტს უამრავი გამოხმაურება აქვს. ალბათ ღირს, რომ დასაწყისისთვის 1 ქილის შენახვა მაინც ვცადოთ. მოგეხსენებათ, ზაფხულში ყველი იაფიცაა და რაც მთავარია, უფრო გემრიელი. მინის ქილები კი გემოს უკეთესად ინარჩუნებს, ვიდრე პლასტმასი, ეკოლოგიურადაც უფრო ჯანსაღია.
კატეგორია: დესერტები | დაამატა: aks75 (09.06.2017) | ავტორი: ყველის შენახვა წათხი
ნანახია: 1032 | ტეგები: კულინარია, ყველი, გემრიელი რეცეპტები, კულინარული რეცეპტები, ყველის შენახვა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar