მასალა:
- 350 გ ფქვილი,
- 300 გ მაწონი,
- 1 ს.კ ზეთი.
- 2 ჩ.კ შაქარი,
- 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი და
- მარილი.
მომზადება:
ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, მარილი გამაფხვიერებელი და შაქარი. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ იოგურტი და ზეთი, ნელ-ნელა შეურიეთ იოგურტის მასას ფქვილის მას. მოზილეთ ცომი, გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გაყავით 8-10 ნაწილად, მიეცით ფუნთუშების ფორმა და გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ღუმელის ტაფაზე.
შეგიძლიათ ღუმელში შედგმამდე ფუნთუშები შაქარში ამოავლოთ. აცხვეთ 210-220 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში, დაბრაწვამდე. ამ ფუნთუშას ცომში შეგიძლიათ დაუმატეთო ჩირები, ვანილი და სხვა გულსართი თქვენი სურვილისამებრ.
|