მთავარი » სტატიები » დესერტები

ხაჭოს პასკა–რეცეპტი

xachos paska

 

მასალა:

  • 1 კგ.ხაჭო,
  • 200 გრ.კარაქი,
  • 5 ცალი კვერცხი,
  • 200გრ.შაქარი,
  • 1 პაჩქა ვანილი,
  • 400 მლ ნაღები,
  • 100 გრ თხილი,
  • 100 გრ. ქიშმიში,
  • 100 გრ. ცუკატები.

1.ხაჭო(9–20%) გავატაროთ საცერში ან ხორცის გასატარებელ მანქანაში, დაუმატოდ დარბილებული კარაქი(არადამდნარი) და ავურიოთ.  

2.კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, ავურიოთ ნაღები(10–20%) და ვანილი, ავურიოთ 

3.დავდგათ მიღებული მასა საშუალო ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და მოვხარშოთ სანამ მასა არ დაიწყებს გასქელებას.(დაახლოებით ხარშეთ 3 წუთი ადუღების შემდეგ) შემდეგ ვაცადოთ გაციება. თხილი დავაწვრილოდ და თუ ცუკატები მსხვილია უნდა დავჭრად წვრილად. ხაჭოს დავუმატოთ თხილი, ცუკატები, ქიშმიში(გასუფთავებული, გარეცხილი).დავუმატოთ კვერცხის მასა. საპასკე ფორმაში დავფინოთ 3–4 ფენა მარლა. თუ საპასკე ფორმა არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი საყვავილეს ფორმა ან საცერი).ჩავასხათ მიღებული ხაჭოს მასა. მარლის კუტხეები შევკეცოთ, და ფორმა ჩავდოთ ჯამში, რადგან შეიძლება მასა გადმოვიდეს.ზემოდან რამე მძიმე ტვირთი დავადოთ. შემდეგ ამ ტვირთთან ერთად შევდგად მაცივარში 12 საათით. გამოვიტანოთ მაცივრიდან, მარლის კუთხეები მოვაშოროთ, გადავატრიალოთ ფორმა, ფრთხილად მოვაშოროთ მარლა.მოვრთოდ თქვენი გემოვნებით

კატეგორია: დესერტები | დაამატა: aks75 (05.04.2017) | ავტორი: სააღდგომო ხაჭოს პასკა
ნანახია: 1103 | ტეგები: kulinaruli receptebi, GEMRIELIRECEPTEBI, paskis momzadeba, kulinaria, PASKIS RECEPTEBI, XAwOS PASKA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar