იგრედიენტები
- კაკალი 100 ცალი
- შაქარი 2,5 კგ
- კირი 500 გრამი
- შაბი 1 სუფრის კოვზი
- მიხაკი, დარიჩინი, ილი, ვანილი – გემოვნებით
მომზადება
საშვალო სიდიდის მწვანე კაკალი გავთალოთ, ჩავყაროთ შესაფერის ჭურჭელში, დავასხათ ბევრი წყალი და სამი დღე შიგ გავაჩეროთ. ყოველდღიურად სამჯელ უცვალოთ წყალი. მეოთხე დღეს წყალი გადავწუროთ და თვითოეული კაკალი დავჩხვლიტოთ, დავაყაროთ 500 გრამი კირი, დავასხათ იმდენი წყალი რომ კარგად დაიფაროს და გავაჩეროთ სამი დღე და ღამე. მეოთხე დღეს კაკალი გავრეცხოთ გამდინარე წყალში , ისე რომ კირი არ შეყვეს. გარეცხილი კაკალი ჩავყაროთ შესაფერის ჭურჭელში, დავასხათ წყალი და ოთხი დღე შიგ გავაჩეროთ, დღეში სამჯელ უცვალოთ წყალი. მეხუთე დღეს ქვაბში ბლომად ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ და ჩავყაროთ კაკალივხარშოთ თხუთმეტი წუთი და წყალი გადავღვაროთ. ქვაბში კვლავ ჩავასხათ წყალი ავადუღოთ და შიგ ჩავყაროთ ერთი კოვზი შაბი, კვლავ ვადუღოთ თხუთმეტი წუთი. გადავწუროთ და კვლავ დავასხათ მდუღარე წყალი და ათი წუთი ვადუღოთ, შემდეგ კვლავ გადავღვაროთ წყალი და დავასხათ სუფთა წყალი და ჩავაყროთ ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილი და ვადუღოთ ნახევარი საათი. წყალი გადავწუროთ.
სუფთა ქვაბში ჩავყაროთ ორი კილოგრამი შაქარი ბლომად წყალი და ავადუღოთ, შემდეგ მოვათავსოთ შიგ კაკალი და ვადუღოთ. კაკლის დუღილის დროს ქვაბში მოვათავსოთ პატარა სუფთა პარკში მოთავსებული დანაყილი დარიჩინი, მიხაკი, ილი და ვხარშოთ სანამ კაკალი მზად არ იქნება ( კაკალი უნდა ბრჭყვინავდეს შავად). როცა მურაბა მზად იქნება გადმოვიღოთ და დაუმატოთ ვანილი.
გემრიელად მიირთვით
|