მთავარი » სტატიები » დესერტები |
არაჟნის ტორტი (გამოცხობის გარეშე)
მასალა:
ჟელატინი დავალბოთ ნახევარ ჭიქა წყალში 30 წუთით. პარალელურად არაჟანი და შაქარი ავთქვიფოთ. 30 წუთის შემდეგ ჟელატინი ცეცხლზე შემოვდგათ და სრულ გადნობამდე დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ (არ უნდა აგვიდუღდეს!) დამდნარ ჟელატინში არაჟანი ნელ-ნელა ჩავუშვათ და კარგად მოვურიოთ. ღრმა მრგვალ ფორმაში ჩავაფინოთ სამზარეულოს ცელოფანი (ამოვაფინოთ და ბოლოები ფორმაზე გადმოვკეცოთ) და ძირში მოვათავსოთ დაჭრილი ხილი, შემდეგი ფენაა დაჭრილი ბისკვიტი, მერე კვლავ ხილი და ასე გავავსებთ ფორმას! ბოლოს მოვასხამთ ჩვენს მომზადებულ ჟელატინიან არაჟანს (ზუსდად ჩაასხით, კარგად რომ გადანაწილდეს!) შედგით ფორმა 2+ საათით მაცივარში, როცა ჟელატინი შეიკვრება გამოიღეთ და ფრთხილად ამოაბრუნეთ ლამაზ თეფშზე. შემდეგ კი მორთეთ. წყარო: http://ტორტი, ტორტი გამოცხობის გარეშე, გემრიელი დესეტი, კულინარია, კულინარული საიტი, ტკბილეულობა | |
ნანახია: 1209 | |
სულ კომენტარები: 0 | |