მთავარი » სტატიები » ბოსტნეული

ბადრიჯნის ნავები

მასალა:

ბადრიჯანი - 4 ც

ხორცის ფარში შერეული - 300 გრ

ხახვი 2 ცალი

ბულგარული 150 გრ.

პომიდორი 300 გრ.

ნიორი 2 კბილი.

ოხრახუში, ქინძი 40 გრ

ყველი 100 გრ.

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.

 

მომზადების წესი:

ბადრიკანი გავრეცხოთ, გავჭრათ სიგრძეზე, ამოვიღოთ ბადრიჯანის გული მთლიანად, ისე რომ კიდეების სისქე დაახლოებით 1 სმ. იყოს. ამოღებული შიგთავსი დავჭრათ და გადავინახოთ. ბადრიჯნის ნავებს მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ 30 წუთით.

ხახვი და ნიორი შევწვათ ზეთში დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 3-4 წუთი. დავამატოთ ფარში და შევწვათ კიდევ 7-10 წუთი. დავამატოთ ბადრიჯნის შიგთავსი და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი პომიდორი და ბულგარული წიწაკა. მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10-12 წუთი.

მიღებული მასა თანაბრად გავანაწილოთ ბადრიჯნის ნავებში. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი. ბადრიჯნის ნავები ფარშით დავალაგოთ ჯაროვნაზე და შევბრაწოთ გაზქურაში 30 წუთის განმავლობაში.

ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი

 

 

კატეგორია: ბოსტნეული | დაამატა: aks75 (08.08.2018) | ავტორი: ბადრიჯნის ნავები ფარშით.
ნანახია: 1388 | ტეგები: badrijnis mobrawula. gemrieli kulin, badrijnis navebi, ბადრიჯნის ნავები, ბადრიჯანი, navebi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar